LIVE

იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვა 37%-ით გაიზარდა - საქსტატი

13 ივნ 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 952
იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვა 37%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიარდ 913 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37%-ით მეტია.

იანვარ-მაისში ექსპორტი 2 მილიარდ 092 მილიონი აშშ დოლარი იყო (36.2%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 მილიარდ 821 მილიონი აშშ დოლარი (37.3%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2 მილიარდ 729 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5% შეადგინა. 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი იყო.