LIVE

რას უნდა ველოდეთ წელს ოქროს გლობუსის დაჯილოებაზე

03 თებ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
რას უნდა ველოდეთ წელს ოქროს გლობუსის დაჯილოებაზე
Netflix

ოქროს გლობუსის დაჯილდოება მნიშვნელობით მეორეა ოსკარის შემდეგ და ხშირად ეს დაჯილდოება მიუთითებს იმაზე, თუ რომელი ფილმები იქნება წარდგენილი ოსკარზე.

წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოება Covid ვითარების გამო გადაიდო. თუმცა ნომინაციების გამოცხადებამდე რამდენიმე რამის თქმა მაინც შეგვიძლია:

პროგნოზი ოსკარებისთვის

ოქროს გლობუსის ნომინაციები შეგვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რომელი ფილმები შეიძლება იყვნენ ლიდერები ოსკარის ნომინაციებისთვის.

მათ შორის შეიძლება იყოს აარონ სორკინის The Trial Of The Chicago 7, რომელიც Netflix-ს ეკუთვნის. ფილმი 1968 წელს დემოკრატიული ნაციონალური კონვენციის არეულობის გაღვივებაში ბრალდებული საპროტესტო ლიდერების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს.

ლიდერია Nomadland-იც, სადაც ორი ოსკარის მფლობელი ფრენსის მაკდორმანდი თამაშობს. ფილმი 2008 წლის ფინანსური კრიზისის მსხვერპლის შესახებ არის, რომელიც ფურგონში ცხოვრობს და მომთაბარე ცხოვრებას ეწევა.

სიაში უნდა ველოდოთ რაინის Black Bottom-საც, რომელიც ოგუსტ ვილსონის სპექტაკლის ადაპტირებული ვერსიაა. სცენარი 1920-იანი წლების ბლუზ მუსიკოსების გარშემო ვითარდება.

სავარაუდოდ, მსახიობთა კატეგორიებში ლიდერები ვიოლა დევისი და ჩედვიკ ბოსმანი არიან. Black Bottom ბოსმანის ბოლო ფილმია, ის აგვისტოში 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქალი რეჟისორები

ოქროს გლობუსის ისტორიაში საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში მხოლოდ ხუთი ქალია წარდგენილი, ბოლოს ავა დუვერნეი წარადგინეს 2014 წელს. წელს, სავარაუდოდ, ხუთი კანდიდატიდან ორი ქალი იქნება.

ესენი არიან ქლოე ჟაო Nomadland-ისთვის და რეჯინა კინგი One Night In Miami-ისთვის, რომელიც Amazon Prime-ს ეკუთვნის. ფილმი კემპ პაუერსის სპექტაკლის ადაპტირებული ვერსიაა. სიუჟეტი მუჰამედ ალის, მალკოლმ X-ის, სემ კუკსის და ჯიმ ბრაუნის შეხვედრას ეხება 1964 წელს. მოსალოდნელია, რომ ორივე მიიღებს ოსკარის ნომინაციებს.

შოუები

ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ოქროს გლობუსსა და ოსკარს შორის, ისაა რომ ოქროს გლობუსზე შოუებიც არის წარდგენილი.

Netflix-ის The Crown სავარაუდოდ, ძლიერად იასპარეზებს დაჯილოდოებების სეზონზე. ასევე Netflix- ის სხვა შოუები-Schitt's Creek, Ozark, და The Queen's Gambit.

ასევე გასათვალისწინებელია ჰიუ გრანტისა და ნიკოლ კიდმანის თრილერი The Undoing, რომელმაც უამრავი ადამიანი აალაპარაკა 2020 წლის ბოლოს.

საინტერესოა ისიც, ჩაითვლება თუ არა Netflix-ის Bridgerton გლობუსის ღირსად გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობის მოპოვების შემდეგ.

Netflix

Netflix, სავარაუდოდ, დომინანტი იქნება როგორც სატელევიზიო, ასევე კინემატოგრაფიულ კატეგორიებში. კინოთეატრების დახურვამ სტრიმინგის გიგანტს ძლიერი უპირატესობა მიანიჭა ინდუსტრიის ორივე მხარეს. რაც Netflix-ს მართლა სურს, არის პირველი სტრიმინგ კომპანიის ტიტული, რომელიც ჰოლივუდის მთავარ ჯილდოს, ოსკარის საუკეთესო სურათს მიიღებს.

Nomadland შეიძლება ამისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რადგან ფავორიტებში სწორედ ის მოიაზრება.

წლევანდელი ვარსკვლავი შესაძლოა Minari-ც გახდეს. სიუჟეტი კორეულ-ამერიკული ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელიც ამერიკული ოცნების ძიებაშია. თუმცა, ოქროს გლობუსის ორგანიზატორებმა უკვე გამოიწვიეს კონტროვერსია მისი უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოთავსებით. მიზეზი ის არის, რომ დიალოგის უმეტესობა კორეულია, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი აშშ – შია გადაღებული.

ოქროს გლობუსის გამარჯვებულები 28 თებერვალს გამოცხადდებიან. ცერემონიას ნიუ იორკიდან თინა ფეი, ხოლო ლოს ანჯელესიდან ემი პოლერი უმასპინძლებენ.

ოთხშაბათის ნომინაციებს შეიძლება თან ახლდეს დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ შოუს რა ნაწილი იქნება ვირტუალური.

BBC-ის სტატია