
5 ივნისს ჩინეთი კოსმოსურ ხომალდზე სამ ასტრონავტს გაუშვებს, რომლებიც ქვეყნის პირველი ორბიტალური ფორპოსტის მშენებლობაზე იმუშავებენ.
რაკეტა Long March 2F, რომელიც ატარებს კოსმოსურ ხომალდ Shenzhou 14-ს, გაეშვება ჩრდილო-დასავლეთ გობის უდაბნოში მდებარე Jiuquan Cosmodrome-დან.
ასტრონავტები Tiangong-ის კოსმოსურ სადგურზე ექვსი თვის განმავლობაში იცხოვრებენ. ეს უკვე მესამე ეკიპაჟია, რომელიც Tiangong-ში გაემგზავრება.
ჩინეთი ძირითადად გათიშულია გლობალური ინიციატივებისგან, მაგალითად, როგორიცაა საერთაშორისო კოსმოსური სადგური. ამის მიზეზი ისაა, რომ აშშ-ის კონგრესმა NASA-ს ჩინურ ჯგუფებთან თანამშრომლობა წლების წინ აუკრძალა.
თუმცა, ეს მოვლენა აშშ-ის კონკურენტისთვის პოზიტიური გამოდგა და ჩინეთს საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებისკენ უბიძგა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია