LIVE

აშშ-ჩინეთის კოსმოსური რბოლა

22 იან 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 613
აშშ-ჩინეთის კოსმოსური რბოლა
GETTY IMAGES

თებერვალში  აშშ-სა და ჩინეთის უპილოტო ხომალდები მარსისკენ გაემგზავრებიან და დომინირებისთვის ბრძოლას კოსმოსში გააგრძელებენ.

1976 წლიდან აშშ-მ მარსზე რვა წარმატებული მისია განახორციელა. ”მარსი ტექნოლოგიური უპირატესობის სიმბოლო გახდა” - ამბობს კოსმოსური არქეოლოგი, ალის გორმანი. სწორედ ამიტომ, აშშ და ჩინეთი მაქსიმალურად ეცდებიან დედამიწის გარეთ, მარსის ჩათვლით, რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვონ და შემდეგ კოსმოსური დომინირებისთვის გამოიყენონ. მითუმეტეს, რომ კოსმოსი უფრო მეტ ეკონომიკურ და სამხედრო მნიშვნელობას იძენს.

NASA ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნების გეგმებზე მუშაობს. ამავდროულად, ჩინეთი 2023 წლისთვის უპილოტო მთვარის მისიას ამზადებს, რომელიც მის ასტრონავტებს საბოლოოდ მთვარეზე გასამგზავრებლად მოამზადებს. ეს ჩინეთის Chang’e-5 მისიის შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომელიც დეკემბერში მთვარის ზედაპირის ნიმუშებით დედამიწაზე დაბრუნდა, რაც ადრე მხოლოდ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს ჰქონდა გაკეთებული.

სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ჩინეთი ძირითადად გათიშულია გლობალური ინიციატივებისგან, მაგალითად, როგორიცაა საერთაშორისო კოსმოსური სადგური. ამის მიზეზი ისაა, რომ აშშ-ს კონგრესმა  NASA-ს ჩინურ ჯგუფებთან თანამშრომლობა წლების წინ აუკრძალა. თუმცა, ეს მოვლენა აშშ-ს კონკურენტისთვის პოზიტიური გამოდგა და ჩინეთს საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებისკენ უბიძგა. აშშ-ს შეზღუდვებმა ხელი არ შეუშალა ჩინეთს სატელიტური პარტნიორობის ჩამოყალიბებაში საფრანგეთთან, იტალიასთან და ბრაზილიასთან. 

ჩინეთში გაჩნდა ათობით კერძო კოსმოსური სტრატაპიც, როგორიცაა Galaxy Space, რომელიც მიზნად ისახავს ელონ მასკის Starlink– ს გაუწიოს კონკურენცია. ასევე, Galactic Space, რომელიც ნოემბერში   სატელიტის გამშვები მეორე ჩინური კომპანია გახდა. პირველმა, ISpace- მა აგვისტოში 185 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო, Sequoia Capital China- ს ხელმძღვანელობით.

ამ ყველაფრის მოტივატორი კოსმოსის კომერციალიზაციაა. მთვარეზე სამთო მოპოვების პერსპექტივა სამეცნიერო ფანტასტიკიდან, გადაჭრად ლოჯისტიკურ გამოწვევად იქცა. NASA–მ 2020 წელს გამოაქვეყნა არტემისის შეთანხმება, რომელიც ქვეყნებს ან კომპანიებს საშუალებას აძლევს მთვარეზე ექსკლუზიური ზონები დაიკავონ. ჩინეთმა ხელი არ მოაწერა ამ შეთანხმებას და ის შეაფასა, როგორც აშშ-ს "მთვარის კოლონიზაციის პოლიტიკური დღის წესრიგი"

ახლა, პრეზიდენტ ბაიდენს სხვა ყველაფერთან ერთად მოუწევს გადაწყვიტოს, ჩინეთთან ეკონომიკური დაპირისპირება კოსმოსშიც გააგრძელოს, თუ იპოვოს დაძაბულობის განმუხტვის და თანამშრომლობის გაზრდის გზები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრუს ეინჰორნი