
რუსეთმა Google-სგან, ჯარიმის სახით, 7,7 მილიარდი რუბლი ($120 მილიონი) მიიღო. ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკანონოდ მიჩნეული კონტენტის წაშლაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax ფედერალური აღმასრულებელი სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით წერს.
Alphabet-ის რუსულმა ერთეულმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ადგილობრივი საბანკო ანგარიშის გაყინვის შემდეგ ბანკროტის გამოცხადებას გეგმავდა, თუმცა გააგრძელებდა უფასო სერვისების: Gmail-ის და YouTube-ს შეთავაზებას.
რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გააძლიერა კონფრონტაცია უცხოურ სოციალურ მედიასა და ინტერნეტ კომპანიებზე, რასაც მთავრობა ციფრული სუვერენიტეტის მხარდაჭერით ხსნის.
მარეგულირებლებმა ჯარიმები დაუწესეს Google-ს და Twitter-ს, იმისათვის, რომ აიძულონ ისეთი პოსტების წაშლა, რომლებიც ხელს უწყობს არაავტორიზებული პროტესტს.
სექტემბერში რუსეთში არჩევნების წინ Google-მა და Apple-მა წაშალეს საპროტესტო ხმის მიცემის აპლიკაცია, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მათ ადგილობრივ თანამშრომლებს დაპატიმრებით დაემუქრა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია