LIVE

ილონ მასკი ჰოლივუდში Tesla-ს 24-საათიანი რესტორნის გახსნას გეგმავს

26 მაი 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 790
ილონ მასკი ჰოლივუდში Tesla-ს 24-საათიანი რესტორნის გახსნას გეგმავს

ოთხი წლის წინ ილონ მასკმა პირველად დაწერა Twitter-ზე "გორგოლაჭების და როკ რესტორნის" შესახებ, რომელიც ელექტრო მანქანების დამუხტვის სადგურის როლსაც შეასრულებდა.

ახლა Tesla და მისი აღმასრულებელი დირექტორი ახალი კონცეფციის რეალობად ქცევასთან უფრო ახლოს არიან. 19 მაისს ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ლოს-ანჯელესის ადგილობრივ ხელისუფლებას Tesla-ს 24 საათიანი სასადილოსთან დაკავშირებული დოკუმენტები წარუდგინა, რომლის რომელიც ჰოლივუდში, სანტა მონიკას ბულვარში გაიხსნება.  

როგორც პირველად Electrek-ი იტყობინებოდა, 864 კვადრატული მეტრის ფართი დრაივ-ინ კინოთეატრისა და 28 სუპერდამტენი სადგურს აერთიანებს. არქიტექტურულ გეგმებში ნაჩვენებია ორსართულიანი სასადილო 200-ზე მეტი ადგილით, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებით.

Hollywood Supercharger რესტორნის გეგმა ჯერ ქალაქის ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს. გავრცელებული ინფორმაციით, მასკის ახალი იდეის დიზაინი ფუტურისტული იქნება. მდებარეობა სამი ბლოკით არის დაშორებული დენი ტრეხოს Trejo's Coffee & Donuts-დან, რომელიც ჰოლივუდის საკულტო კუთხეს ამაგრებს.

მასკმა ასევე ახლახანს დაადასტურა, რომ რესტორანში გადახდა Dogecoin-ითაც იქნება შესაძლებელი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეიტ კრეიდერი