LIVE

ლარი დოლართან გამყარდა - $1 ღირებულება 2.87 ლარია

24 მაი 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 2392
ლარი დოლართან გამყარდა - $1 ღირებულება 2.87 ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8668 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8767 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.99 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0706 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0677 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. 

შეგახსენებთ, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ ეს ეროვნული ბანკის მიერ დოლარის ყიდვის პირველი შემთხვევაა.