LIVE

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

24 მაი 202214:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 325
საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით ტრანსფორმაციასა და სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკი გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ღონისძიებას, Seamless Middle East 2022-ს უერთდება.

მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის, ღონისძიებაზე საქართველოს ბანკს, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკო გორგილაძე წარადგენს.

„უკვე 22 წელია, Seamless-ი გადახდების, ფინტექის, ელექტრონული კომერციის, საბანკო და სხვა ინდუსტრიების წამყვანი პროფესიონალების შეხვედრის ადგილს წარმოადგენს. მაქვს შესაძლებლობა, აუდიტორიას საქართველოს ბანკის სახელით ის სიახლეები და ინოვაციები გავაცნო, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვავითარებთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. პანელური დისკუსიის ფარგლებში ისეთ საკითხებს მიმოვიხილავთ, როგორიცაა: ფინტექი; ახალი ბიზნეს მოდელების ათვისება; მომხმარებლის მუდმივად ცვალებადი საჭიროებების დაკმაყოფილება; ფინანსური სისტემების სამომავლო ხედვა - როგორ გამოიყურება სამომავლო საბანკო დღის წესრიგი და სხვ. ღონისძიება უამრავი საინტერესო და ინოვაციური იდეის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა, საბანკო თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მექნება, ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რასაც საქართველოს ბანკში ვნერგავთ, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკო გორგილაძე.

ღონისძიება 31 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გაიმართება. Seamless Middle East 2022 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-ზე მეტ მიწვეულ სტუმარს, 300-ზე მეტ სპიკერსა და 350-ზე მეტ გამოფენის მონაწილეს გააერთიანებს. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს, როგორიცაა: Microsoft, SAP, Oracle, PayPal, Salesforce, VISA, IBM და სხვა.

 (R)