
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ესაუბრა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„შეხვედრა გავმართე კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტ ემი ვივერთან. ვისაუბრეთ ახალგაზრდა, პროფესიონალური და კონკურენტული ადამიანური კაპიტალის მქონე საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე“, - წერს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში იმყოფება, სადაც ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი, გუშინ, კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრედ გარლინგჰაუსს შეხვდა.