LIVE

ბაიდენის თქმით, მაიმუნის ყვავილის გავრცელება შემაშფოთებელია

22 მაი 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1239
ბაიდენის თქმით, მაიმუნის ყვავილის გავრცელება შემაშფოთებელია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მაიმუნის ყვავილის აფეთქება არის ის, რაც ყველას უნდა აშფოთებდეს.

ბაიდენმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ვირუსის შესახებ მრჩევლებს ესაუბრა.

”ჩვენ ვმუშაობთ, რომ გავარკვიოთ რა ვაქცინა შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ამისთვის”,- განაცხადა მან დღეს სამხრეთ კორეაში Air Force One-ში ჩასვლამდე.

ჩუტყვავილას ვირუსის იშვიათი და პოტენციურად მომაკვდინებელი მონათესავე ვირუსი ტრადიციულად აფრიკის რეგიონებით შემოიფარგლება, მაგრამ ჯანდაცვის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან მისი ბოლოდროინდელი ფართო გავრცელებით.

ვირუსის დადასტურებული და საეჭვო შემთხვევები დაფიქსირდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შორის მინიმუმ ერთი დადასტურებული შემთხვევა აშშ-ში.

”ეს არის ის, რაც ყველას უნდა აღელვებდეს”,- თქვა ბაიდენმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩელსი მესი