LIVE

პუტინის ომის გამო რუსეთის დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ვერ დაესწრება

21 მაი 202218:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1098
პუტინის ომის გამო რუსეთის დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ვერ დაესწრება

22 მაისს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) იხსნება. პანდემიის გამო, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, ფორუმი პირისპირ შეხვედრების ფორმატში ჩატარდება. 

თუმცა, წლევანდელი ფორუმი კიდევ ერთი მიზეზით არის გამორჩეული - პუტინის ომმა უკრაინაში დაასრულა ფორუმზე მდიდარი რუსების გავლენები და წარმომადგენლობა.

WEF-ს ესწრებიან უკრაინელი ოფიციალური პირები. ფორუმზე სიტყვით გამოვა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ეს იქნება პირველი ფორუმი კომუნიზმის დაცემის შემდეგ, რომელიც რუსი ჩინოვნიკებისა თუ ბიზნეს ლიდერების გარეშე ტარდება. 

არსებული რეალობა შორის არის დავოსში მოსკოვის დიდსულოვნების პერიოდიდან, როდესაც სტუმრებს რუსების მიერ დაფინანსებულ არყისა და ხიზილალის წვეულებებზე მასპინძლობდნენ.

ახლა სანქცირებული მილიარდერები ეძებენ თავშესაფარს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და აგზავნიან თავიანთ უზარმაზარ იახტებს ერთი პორტიდან მეორეში. უცებ ყველაფერი რუსული ტაბუდ იქცა და არც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია გამონაკლისი.

2020 წელს დავოსში გამართულ ბოლო შეხვედრაზე რუსი მაგნატები მილიარდერების რაოდენობით მესამე ადგილზე იყვნენ, მაგრამ მათმა მომავალმა დავოსში დაიწყო ნგრევა მხოლოდ სამ დღეში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შეუტია უკრაინას. WEF-ის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა და პრეზიდენტმა ბორგე ბრენდემ გაავრცელეს განცხადება, სადაც დაგმეს “რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, თავდასხმები და სისასტიკე”.

რუსეთის მიმართ დამოკიდებულება განსხვავდება 2014 წლისგან, როცა კრემლმა ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ, მიუხედავად წარმომადგენლობის შემცირებისა, რუსეთის გავლენა და სტატუსი არ შეცვლილა.

2015 წელს, ალპებში შეკრებისას, შვეიცარიის ნეიტრალიტეტის გრძელვადიანი პოლიტიკით სარგებლობისას, VTB-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეი კოსტინმა თქვა: “აქ მეგობრები გვყავს - უკრაინელი, ევროპელი, ამერიკელი მეგობრები. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა გავლენა მოახდინა ზოგიერთ საქმიან ურთიერთობაზე, ეს პირად ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს”.

მაშინ VTB-მ სათხილამურო კურორტის სასტუმრო InterContinental-ში საღამო მოაწყო, სადაც ვიზიტორებს კონუსურ, ოქროსფერ კოსტიუმებში გამოწყობილი ქალები დახვდნენ, გარშემო შემოხვეული ნეონის-LED განათების ზოლებით. სტუმრებს ხიზილალა მიართვეს და უმღერეს გიტარისტმა ალ დი მეოლამ, ლეონიდ აგუტინმა, ემირ კუსტურიცამ და The No Smoking Orchestra-მ.

მიუხედავად იმისა, რომ წვეულება არ იყო ფოლადის მაგნატის ოლეგ დერიპასკას მიერ ჩატარებული ღონისძიებების ექსტრავაგანტულობის შესაბამისი, მან მოიზიდა გავლენიანი ადამიანები, მათ შორის WEF-ის დამფუძნებელი კლაუს შვაბი. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვეულებრივ თავს არიდებს მსგავს ღონისძიებებს, მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე რუს მეგობრებთან მისასალმებლად მივიდა და რომ “ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყანაა”.

რუსეთის პოსტკომუნისტურ ისტორიაში WEF-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთის დელეგაცია გაიზარდა ზომითა და ხილვადობით.

გასულ წელს პუტინმა ვირტუალური ფორუმის მონაწილეებს მიმართა. მან მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობასა და 1930-იან წლებს შორის პარალელი გაავლო და გამოიყენა გამოსვლა, რათა გაეფრთხილებინა მსოფლიო ყველაფრის კონფლიქტში გადასვლის რისკის შესახებ.

ახლა უკრაინაზე თავდასხმამ გამოიწვია კონფლიქტი ევროკავშირის საზღვრებზე, ათასობით ადამიანის სიკვდილი და მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია.

ზოგიერთი რუსი მაგნატი იცავს კრემლის ხაზს, ზოგი კი ცდილობს მისგან დისტანცირებას.

დერიპასკამ, რომელიც სანქციების სიაში მოხვდა, მარტის ბოლოს ომს “გიჟური” უწოდა. თუმცა, ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ბიზნესმენი სადმე, მაგალითად, დავოსში დაპატიჟონ. ამასობაში უკვე ჩანიშნულია უამრავი საუზმე, პანელი და საღამო უკრაინელი ოფიციალური პირების მონაწილეობით.

რაც შეეხება რუსეთის სახლს - იგეგმება მისი რებრენდინგი. ვიქტორ პინჩუკის ფონდი აპირებს ადგილის გადაქცევას რუსეთის “ომის დანაშაულთა სახლად”. გაიმართება გამოფენა ომის დანაშაულებზე, რომლებიც სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში ჩაიდინეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეა დუდიკი