LIVE

იაპონია რუსეთში მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტს კრძალავს

13 მაი 202214:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
იაპონია რუსეთში მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტს კრძალავს

20 მაისიდან იაპონია რუსეთში მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტს კრძალავს. განცხადება ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ გააკეთა.

“უკრაინის ირგვლივ შექმნილი საერთაშორისო ვითარების ფონზე, ჩვენს ქვეყანას წვლილი შეაქვს საერთაშორისო ძალისხმევაში მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ასევე აწესებს აკრძალვას მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტზე. ზომები ძალაში 20 მაისს შედის”, - აცხადებენ სამინისტროში.

რუსეთში ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაში შედის ნავთობის გადამამუშავებელი მოწყობილობა, კვანტური კომპიუტერები და მათი კომპონენტები, ელექტრონული მიკროსკოპები, ატომური მიკროსკოპები, 3D პრინტერები და მათი სახარჯო მასალები, მოწყობილობა ორგანული სინათლის დიოდების წარმოებისთვის, მიკრო ელექტრომექანიკური სქემების აღჭურვილობა, ვაკუუმური ტუმბოები, სამაცივრო მოწყობილობები, რომლებიც შექმნილია უკიდურესად დაბალი ტემპერატურისთვის, მასალები, რომლებიც ართულებს ელექტრომაგნიტური ტალღების აღმოჩენას.