LIVE

დღეს, საქართველოს ბანკი „Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს“ გამართავს

11 მაი 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1233

დღეს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, „Bank of Georgia UPDATE - ტექნოლოგიების დღეს“ გამართავს.

BOG-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, არ გამოტოვონ ღონისძიება, სადაც სპიკერები მიმდინარე საინტერესო პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და სიახლეებზე ისაუბრებენ.

ღონისძიებისთვის თვალის მიდევნებას Facebook Live-ში იქნება შესაძლებელი. 

„Bank of Georgia UPDATE“-ის ფარგლებში, დაანონსდება სამომავლო გეგმები, პროდუქტები და სერვისები, რომლებსაც ბანკი ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიზნით ავითარებს.

ტექნოლოგიების დღის სპიკერები საქართველოს ბანკის გუნდის წევრები იქნებიან. ღონისძიებაზე ისეთი თემები გაჟღერდება, როგორიცაა: 

* საქართველოს ბანკის მობილბანკის მომავალი;

* გადახდების მართვის მეთოდი ბიზნესისთვის;

* ბიზნესისთვის საჭირო სერვისები;

* ყიდვის ახალი გამოცდილება;

* ქართული ენის ტრანსფორმაცია;

* სწრაფი და მოქნილი პლატფორმა ციფრული პროდუქტებისთვის და სხვა.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/3w2IGzh

(R)