LIVE

Citigroup-ი რუსეთიდან გასვლას ცდილობს

03 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 795
Citigroup-ი რუსეთიდან გასვლას ცდილობს

Citigroup-ი აქტიურად ცდილობს პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებას, რომლებმაც შესაძლოა რუსეთში მისი სამომხმარებლო და კომერციული საბანკო ბიზნესი შეიძინონ. ამის შესახებ ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეინ ფრეზიერმა განაცხადა.

ინვესტორები სულ უფრო მეტად ღელავენ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რამაც რუსეთის უმსხვილესი ბანკების მიმართ ფინანსური სანქციები გამოიწვია და შესაძლოა ქვეყნიდან Citigroup-ის გასვლა შეაფერხოს. ორშაბათს ფრეიზერმა განაცხადა, რომ ბანკი კვლავ აპირებს ამ განყოფილებების გაყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში კორპორატიული კლიენტების მომსახურებას განაგრძობს.

Citigroup-მა გასულ წელს განაცხადა, რომ საცალო საბანკო ოპერაციების შეწყვეტას ევროპისა და აზიის 13 ბაზარზე გეგმავს. ბანკი ამჟამად 4 დარჩენილ ბაზარზე ეძებს მყიდველებს: რუსეთი, პოლონეთი ჩინეთი და მექსიკა.

ფრეიზერმა ასევე განაცხადა, რომ ფირმას რუსეთის დატოვება ჯერ სრულად არ შეუძლია, რადგან ის მსოფლიოს ბევრ მსხვილ კორპორაციას ქვეყანაში ოპერაციების შეწყვეტაში კვლავ ეხმარება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ სურეინი