
რუსულმა იურიდიულმა კომპანიამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვს 90 მილიონი რუბლის ($1,28 მილიონი) ზარალის ანაზღაურებას მომხმარებლებისთვის, რომლებიც Apple-ის მიერ გადახდის სერვისის გათიშვით დაზარალდნენ.
იურიდიულ კომპანიას ასევე სურს, Apple-მა განაახლოს Apple Pay-ს სერვისები რუსი მომხმარებლებისთვის. სარჩელი მოსკოვის სასამართლოშია შეტანილი.
კომპანია Chernyshov, Lukoyanov & Partners-მა განაცხადა, რომ Apple-მა დაარღვია რუსი მომხმარებლების უფლებები მას შემდეგ, რაც კომპანიამ 1-ელ მარტს შეზღუდა Apple Pay-ის სერვისებზე წვდომა მოსკოვის მიერ უკრაინაში ჯარების შესვლის საპასუხოდ.
იურიდიული ფირმამ განაცხადა, რომ Apple-ის გადაწყვეტილებამ შეზღუდა ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული მოწყობილობების ფუნქციონირება, რითაც შეამცირა მათი ღირებულება. ამ ქმედებას რუსი იურისტები უსამართლოსა და დისკრიმინაციულს უწოდებენ.
ამავე იურიდიულს კომპანიას მსგავსი სარჩელი აქვს შეტანილი Netflix-ის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთში მომსახურება მარტში შეაჩერა.