
შეერთებული შტატები შესაძლოა პოლონეთსა და ბულგარეთს ბუნებრივი აირის შესყიდვაში დაეხმაროს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, აშშ იმუშავებს მოკავშირეებთან და შეუძლია ბუნებრივი აირის გაყიდვები პოლონეთსა და ბულგარეთზე გადაამისამართოს.
“პოლონეთმა მიუთითა გაზის მნიშვნელოვან მარაგებზე, ისევე როგორც ბულგარეთმა, მაგრამ არც ისე დიდზე. ვმუშაობთ იაპონიასთან და სხვა მოკავშირეებთან და შეგვიძლია ამ ქვეყნებიდან ბუნებრივი აირის გაყიდვების პოლონეთსა და ბულგარეთში გადამისამართება”,- განაცხადა ბაიდენმა.
ორი ქვეყნისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება რუსეთმა 27 აპრილს შეწყვიტა.