LIVE

ევრო დოლართან მიმართებით 5-წლიან მინიმუმამდე გაუფასურდა

27 აპრ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1938
ევრო დოლართან მიმართებით 5-წლიან მინიმუმამდე გაუფასურდა

ევრო დოლართან მიმართებაში 2017 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, რაც რუსეთის მიერ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ბუნებრივი აირის ნაკადების შეჩერებამ გამოიწვია. განვითარებამ ევროზონის საერთო ვალუტის გარშემო მღელვარება გაზარდა.

ევრო 0.5%-ით 1.0586-მდე შემცირდა, რაც 2020 წლის მარტში, კორონავირუსული პანდემიის პირველ კვირებში მიღწეულ ქვედა ზღვარზე უარესი შედეგია. ვალუტის ვარდნა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა პოლონეთსა და ბულგარეთში გაზის მიწოდება შეაჩერა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ევრო აპრილს 20-წლიანი ზრდის ტრენდის ქვემოთ დაასრულებს, რაც დოლართან მის თანასწორობას ჰორიზონტზე დააბრუნებს.

ევრო დოლარს ბოლოს 2002 წელს უტოლდებოდა. რუსეთის უკანასკნელი ნაბიჯი ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებით ევროზონის საერთო ვალუტაზე ზეწოლას მხოლოდ აძლიერებს, მათ შორის გლობალური ზრდის შეშფოთების ფონზე, რომელიც ჩინეთში Covid-19-ის ჩაკეტვებით არის გამოწვეული.

პარალელურად, დოლარს ასევე აძლიერებს ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთების სწრაფი ზრდის პერსპექტივა. მიმდინარე თვეში დოლარის სიძლიერის მაჩვენებელი თითქმის 4%-ით გაიზარდა.

ევროპულ ვაჭრობაში ევრომ დანაკარგების ნაწილი აღიდგინა და ლონდონში 12:02 საათისთვის 0.3%-ით დაბლა $1.0608 დოლარად ივაჭრებოდა. ოფციონებით მოვაჭრეები უფრო მეტად პესიმისტურად არიან განწყობილი ვალუტის პერსპექტივების მიმართ მომდევნო თვეებში, იზრდება ჰეჯირების რყევების ღირებულებაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლიბი შერი