LIVE

თურქეთი ინფლაციის შეკავებას საბანკო რეგულაციებით ცდილობს

23 აპრ 202221:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 910
თურქეთი ინფლაციის შეკავებას საბანკო რეგულაციებით ცდილობს

იმისთვის რომ შეაკავოს დაკრედიტების ზრდა და წაახალისოს უცხოური ვალუტის ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაცია, თურქეთის ცენტრალური ბანკი თამაშის წესებს ცვლის.

მარეგულირებელმა განმარტა, რომ კომერციული დაკრედიტება ლირაში დაექვემდებარება სარეზერვო მოთხოვნებს. გამონაკლისია მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხები, ასევე საექსპორტო და სასოფლო-სამეურნეო სესხები.

კომერციული სესხები, რომლებიც გახანგრძლივდა ოთხკვირიანი პერიოდის განმავლობაში, მოყოლებული 1 აპრილიდან, ექვემდებარება 10%-იან სარეზერვო მოთხოვნას.

ცენტრალურმა ბანკმა ასევე გაუზარდა არეზერვო მოთხოვნები ფიზიკური პირების ანგარიშებზე იმ ბანკებს, რომლებმაც ვერ მიაღწიეს სავალუტო ანგარიშების ლირაში კონვერტირების წინასწარ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელს. უცხოური ვალუტის დეპოზიტების კოეფიციენტი 500 საბაზისო პუნქტით გაიზარდა ბანკებისთვის, რომელთა კონვერტაციის დონე 5%-მდეა, ხოლო 300 საბაზისო პუნქტით მათთვის, რომლებმაც სავალუტო ანგარიშების 5-და 10%-მდე წილის გადატანა შეძლეს ლირაში.

სარეზერვო მოთხოვნების გადახედვა მას შემდეგ მოხდა, რაც ცენტრალური ბანკი ზედიზედ მეოთხე თვეა რეფინანსირების განაკვეთს 14%-ზე ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ 60%-ს გადააჭარბა. ამ ფონზე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაცვლად,  გადაწყვეტილების მიმღები პირები სხვადასხვა ზომებს იღებენ იმ იმედით, რომ შეძლებენ ადგილობრივი ვალუტის გამყარებას და ცენტრალური ბანკის რეზერვების შევსებას.

გაღრმავებულმა სავაჭრო დეფიციტმა და სესხის ღირებულების მკვეთრად გაუარესებულმა მაჩვენებელმა $800 მილარდიანი ეკონომიკა სრულიად მოწყვლადი გახადა იმ პირობებში, როცა გლობალურ დონეზე, ცენტრალური ბანკები პოლიტიკას ამკაცრებენ. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემა.

 

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბარის ბალჩი