LIVE

ვაქცინაციის საკომუნიკაციო კამპანიას მომდევნო თვიდან დავიწყებთ - ჯანდაცვის მინისტრი

18 აპრ 202213:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 544
ვაქცინაციის საკომუნიკაციო კამპანიას მომდევნო თვიდან დავიწყებთ - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მაისიდან საქართველოში ვაქცინაციის საკომუნიკაციო კამპანია დაიწყება. მისი განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინების ფართო არჩევანია. 

„ვაქცინაციის საკომუნიკაციო კამპანიას ვამზადებთ და მომდევნო თვიდან დავიწყებთ. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე მოსახლეობის 70%-მდე მოცვაა გათვალისწინებული“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, აცრების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

NCDC-ის 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 872 820 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 18 წლის და უფროსი ასაკის 1 364 052 მოქალაქე (მოსახლეობის 47.5%). აქედან სრულად ვაქცინირებულია 1 261 067 ადამიანი (43.9%). ბუსტერ დოზით აცრილია 244 31 მოქალაქე. 

შეგახსენებთ, გასულ წელს ხელისუფლება აცხადებდა, რომ 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი სრულად აცრილი იქნებოდა, თუმცა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ვერ შესრულდა.