LIVE

Apple-მა Alfa-Bank-ის აპლიკაცია App Store-დან ამოიღო

15 აპრ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 579
Apple-მა Alfa-Bank-ის აპლიკაცია App Store-დან ამოიღო

დაწესებული სანქციების გამო, Alfa-Bank-ის აპლიკაცია App Store-ში ხელმიუწვდომელი გახდა. ბანკში განმარტეს, რომ თუ აპლიკაციის უახლესი ვერსია უკვე გადმოწერილია App Store-დან, მაშინ ის განაგრძობს მუშაობას, მაგრამ აპლიკაციის iPhone-ზე ახლა დაყენება შეუძლებელია. საკრედიტო დაწესებულებამ იმედი გამოთქვა, რომ აპლიკაცია App Store-ში მალე დაბრუნდება.

Alfa-Bank-მა მომხმარებლებს შესთავაზა ისარგებლონ ინტერნეტ ბანკით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც კომპიუტერზე, ასევე სმარტფონებზე.

6 აპრილს შეერთებულმა შტატებმა Alfa Bank-ი და Sberbank-ი SDN-ის სიაში შეიყვანა, რაც აქტივების გაყინვას და მათთან ბიზნესის კეთების აკრძალვას გულისხმობს.

მაშინ Alfa-Bank-მა განმარტა, რომ ბანკი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და მომხმარებლებს შეეძლოთ რუსეთში Visa, Mastercard და Mir ბარათების გამოყენება შეზღუდვების გარეშე. თუმცა, შეზღუდვები გავლენას მოახდენდა დოლარის ტრანზაქციებზე და ბანკი ასევე შეაჩერებდა ანგარიშსწორებას შეერთებული შტატების კონტრაგენტებთან.

12 აპრილიდან, iOS პლატფორმაზე მიუწვდომელი გახდა Sberbank Online-ის აპლიკაციაც. მეორე დღეს, Sberbank-ის მობილური აპლიკაცია Android-ისთვისაც მიუწვდომელი გახდა. ბანკმა მიზეზად დაწესებული სანქციები დაასახელა.

ბანკი მომხმარებლებს Sberbank Online-ის ვებ-ვერსიის გამოყენებისკენ მოუწოდებს. Android-ის შემთხვევაში, არსებობს აპლიკაციის დაყენების შესაძლებლობა მესამე მხარის წყაროებიდან.

მანამდე, Apple-მა Promsvyazbank-ის აპლიკაციაც ამოიღო. VTB-იმ ასევე გააფრთხილა მომხმარებლები, რომ დაწესებული სანქციების გამო iOS პლატფორმაზე VTB Online მობილური აპლიკაცია შეწყვეტდა მუშაობას.