LIVE

აშშ-მა პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

06 აპრ 202218:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 1193
აშშ-მა პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა. ბუჩას შემზარავი კადრების შემდეგ, სადამსჯელო ზომები შეეხო რუსეთის პრეზიდენტის ორ ქალიშვილსა და სერგეი ლავროვის მეუღლესა და ქალიშვილს, ასევე რუსული ელიტის სხვა წარმომადგენლებს. 

ამასთან, სანქციები წესდება "სბერბანკსა"და "ალფა ბანკზე".

“დღეს ჩვენ მკვეთრად ვაძლიერებთ ფინანსურ ზეწოლას რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებზე - "სბერბანკსა" და უმსხვილეს კერძო ბანკზე, "ალფა ბანკზე”,- განუცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.

სანქციების ახალი პაკეტი აკრძალავს ყველა ახალ ინვესტიციას რუსეთში, გაზრდის ზეწოლას ფინანსურ ინსტიტუტებსა და სახელმწიფო საწარმოებზე.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის შვილების სანქცირებას აპირებს ევროკავშირიც. 

ევროკომისიის მიერ ბლოკის წევრებისთვის შეთავაზებული სანქციების პაკეტში ათობით ადამიანი შედის, მათ შორის არიან პოლიტიკური ფიგურები, ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები, ასევე, კრემლის რამდენიმე პროპაგანდისტი.

პუტინის ქალიშვილებისადმი, კატერინასა და მარიას მიმართ სანქციების დაწესება ძირითადად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან გაურკვეველია, ფლობენ თუ არა ისინი მნიშვნელოვან აქტივებს რუსეთის ფარგლებს გარეთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია