LIVE

Robinhood-მა Shiba Inu და კიდევ სამი ახალი კრიპტოვალუტა დაამატა

13 აპრ 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 619
Robinhood-მა Shiba Inu და კიდევ სამი ახალი კრიპტოვალუტა დაამატა

Robinhood-მა სავაჭრო პლატფორმაზე ოთხი ახალი კრიპტოვალუტა, მათ შორის Shiba Inu-ს ციფრული მონეტა დაამატა. მონეტის გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ პლატფორმაზე სახუმარო მონეტით ვაჭრობის შესაძლებლობას.

პლატფორმას, რომელმაც საცალო მოვაჭრეებში პოპულარობა მოიპოვა, Shiba Inu-სთან ერთად ასევე დაემატა Solana-ს SOL მონეტა, Polygon-ის Matic-ი და Compound-ის COMP-ი. ეს კომპანიის უახლესი მცდელობაა მოიზიდოს საცალო მოვაჭრეები, რომელთა ინტერესი პანდემიური ბუმის შემდეგ პლატფორმის მიმართ განელდა. ყველა მონეტის ფასი, რომელიც Robinhood-ზე განთავსდა, ამბის გავრცელების შემდეგ გაიზარდა. Robinhood-ის აქციების ფასი დილის 09:33 საათისთვის ნიუ-იორკში 4.6%-ით გაიზარდა.

კომპანია დიდი ხანია ამბობს, რომ შეთავაზებებში ახალი მონეტების დამატებას ფრთხილად განიხილავს. მომხმარებლის მოთხოვნის გარდა, კომიტეტი აკვირდება სხვადასხვა ფაქტორებს, მათ შორის ჯაჭვურ ანალიზს, ტექნიკურ და უსაფრთხოებას, ასევე იურიდიულ და ფინანსურ ცვლადებს.

საცალო ინვესტორებს მაგალითად ხშირად მოჰყავთ სხვა სახუმარო მონეტების, მათ შორის Dogecoin-ის მეტეორული ზრდა გასულ წელს. ბევრი საცალო მოვაჭრე ვარაუდობს, რომ Shiba მსგავს წარმატებას მიაღწევს.

Robinhood-ი ბოლო დროს კრიპტო მიმართულებით საკმაოდ აქტიურია. სავაჭრო პლატფორმამ გასულ კვირას გამოაცხადა კრიპტო საფულის გამოშვება, რამაც კომპანიას 2 მილიონამდე მომხმარებელზე მისცა წვდომა. საფულე მომხმარებელს საშუალებას აძლევს  კრიპტოვალუტებით Robinhood-ის სავაჭრო პლატფორმის მიღმა ივაჭრონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვილდანა ჰაჯრიკი