LIVE

რუსეთის რკინიგზის მტკიცებით, დეფოლტი არ განუცდია და ვალი დროულად გადაიხადა

12 აპრ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
რუსეთის რკინიგზის მტკიცებით, დეფოლტი არ განუცდია და ვალი დროულად გადაიხადა
Bloomberg

რუსეთის რკინიგზის უახლესი განცხადების მიხედვით, მას დეფოლტი არ განუცდია. რკინიგზა აცხადებს, რომ მისი მხრიდან ვალებზე გადახდა დროულად შესრულდა, ხოლო გადახდის შეფერხებაში შუამავლებს ადანაშაულებს.

სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია ცდილობს ობლიგაციებზე ოთხი დაგვიანებული გადახდის შემდეგ მისი პოზიცია განმარტოს. საკრედიტო დეფოლტის სვოპების ექსპერტთა ჯგუფმა ორშაბათს დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც მარტში შვეიცარიული ფრანკის ობლიგაციებზე გადახდა გამოტოვა, კომპანია დეფოლტის მდგომარეობაშია.

რკინიგზამ განცხადებაში აღნიშნა, რომ თანხამ კრედიტორებამდე შუამავალი ფინანსური ინსტიტუტების ქმედებების გამო ვერ მიაღწია, რაც რუსეთის რკინიგზის კონტროლს მიღმაა. კომპანიის თქმით, გადახდების შესრულება მის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

რუსეთის რკინიგზა პირველი ფირმაა, რომელსაც საერთაშორისო ფინანსური ორგანოები დეფოლტირებულად აცხადებენ მას შემდეგ, რაც სანქციებმა გადახდისუნარიან რუსულ კომპანიებს გლობალურ ბაზრებზე წვდომა შეუწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ CDDC-ის გადაწყვეტილებას კომპანიის ვალზე პირდაპირი გავლენა არ აქვს, რკინიგზა შეიძლება სამართლებრივ ჩიხში აღმოჩნდეს, თუ კრედიტორები ვალის დაუყოვნებლივ დაფარვას მოითხოვენ.

CDDC-ის გადაწყვეტილებამ შეიძლება ასევე შექმნას პრეცედენტი სხვა გადახდისუნარიანი რუსული კომპანიებისთვის და ასევე რუსეთის მთავრობისთვის, რომელიც გასულ კვირას დოლარში დენომინირებული ვალის გადახდას რუბლებში ცდილობდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ირენე გარსია პერეზი