
სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Covid-19-ის ვარიანტ "ომიკრონის" ორი ახალი ქვევარიანტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის გენის თანმიმდევრობის ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ტულიო დე ოლივეირამ განაცხადა.
მეცნიერის თქმით, ქვეშტამებს BA.4 და BA.5 სამხრეთ აფრიკაში ინფიცირების, ჰოსპიტალიაციის ან გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდა არ გამოუწვევია.
სამხრეთ აფრიკის გარდა, BA.4 და BA.5 უკვე დააფიქსირეს ბოტსვანაში, ბელგიაში, გერმანიაში, დანიასა და დიდ ბრიტანეთში.
"მიმდინარეობს ვირუსის ნეიტრალიზაციისა და ვაქცინების ლაბორატორიული კვლევები და ვაძლიერებთ გენომურ ზედამხედველობას", - თქვა დე ოლივეირამ.
New Omicron BA.4 & BA.5 detected in South Africa, Botswana, Belgium, Germany, Denmark, and U.K. Early indications that these new sublineages are increasing as a share of genomically confirmed cases in SA. No cause for alarm as no major spike in cases, admissions or deaths in SA pic.twitter.com/PrcBWpVWtl
გასული წლის ნოემბერში "ომიკრონი" პირველად სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში დაფიქსირდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანტონი სგუაცინი