LIVE

მასკი 9,2%-იანი წილით Twitter-ის ბორდის წევრი გახდა

05 აპრ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 463
მასკი 9,2%-იანი წილით Twitter-ის ბორდის წევრი გახდა

Twitter-მა ილონ მასკი ბორდის წევრად დაასახელა. ეს მას შემდეგ, რაც საჯარო გახდა, რომ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სოციალური მედიის კომპანიის 9,2%-იანი წილი იყიდა.

ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შეტანილი განცხადების მიხედვით, მასკი ბორდის წევრად ყოფნის ან მას შემდეგ 90 დღის განმავლობაში კომპანიის 14.9%-იან წილზე მეტის მფლობელი არ გახდება. მისი ბორდში ყოფნის ვადა კი Twitter-ის 2024 წლის ყოველწლიური შეხვედრისთვის იწურება.

მასკმა Twitter-ის წილი მარტის შუა რიცხვებში შეიძინა, რამაც ის კომპანიის ყველაზე მსხვილ აქციონერად აქცია. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერსონაა Twitter-ზე და ხშირად პლატფორმასთან დაკავშირებით პრობლემებიც ექმნება. მასკი ამჟამად ცდილობს დატოვოს SEC-თან 2018 წლის შეთანხმება, რომელსაც Tesla-სთან კავშირში მის ტვიტებზე კონტროლის შენარჩუნება სურს.

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა განაცხადა, რომ მასკის ბორდში გაწევრიანებით აღფრთოვანებულია და რომ ეს ზუსტად ის არის, რაც სჭირდებათ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მოლი შუეტსი