LIVE

რუსეთი აპრილში $2 მილიარდის ობლიგაციების დაფარვას ადასტურებს

29 მარ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
რუსეთი აპრილში $2 მილიარდის ობლიგაციების დაფარვას ადასტურებს

რუსეთმა დღეს 2035 წლის ობლიგაციებისთვის $102 მილიონის საპროცენტო გადახდა შეასრულა. ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ თანხა რუსეთის ეროვნულ საანგარიშსწორებო დეპოზიტარში გადარიცხა, საიდანაც გადახდები ინვესტორებზე უნდა გადანაწილდეს.

ასევე, ეროვნული საანგარიშსწორებო დეპოზიტარის დოკუმენტების მიხედვით, რუსეთი ობლიგაციებისთვის პროცენტის და ძირითადი თანხის გადახდას მომავალ თვესა და 2024 წლის აპრილშიც შეასრულებს.

ფინანსთა სამინისტრომ $2 მილიარდის დოლარში დენომინირებული ვალის პროცენტის გადახდისა და ძირის დაფარვის შესახებ შეტყობინებები წარადგინა. გადახდის თარიღი 4 აპრილია.

გარდა ამისა, სამინისტრომ ასევე წარადგინა შეტყობინება ობლიგაციების პროცენტის გადახდისთვის, რომელსაც ვადა 2042 წლის აპრილამდე აქვს. ამ უკანასკნელის მფლობელებმა $84 მილიონის გადახდა 4 აპრილს უნდა მიიღონ.

საკრედიტო რეიტინგის სააგენტოების გაფრთხილების მიუხედავად, მთავრობა ომის დაწყების შემდეგ დეფოლტის თავიდან აცილებას ჯერჯერობით ახერხებს. მიუხედავად ამისა, გადახდების პროცესი გაურკვეველია. გასულ კვირას $3 მილიარდის ევროობლიგაციებზე $66 მილიონის პროცენტის გადახდა გადაიდო.

ადგილობრივი კაპიტალის კონტროლი და შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის აქტივებზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ობლიგაციების ანგარიშსწორების სისტემების მიერ არის დაწესებული, ნიშნავს, რომ ინვესტორები შემდგომი ტურბულენტობისთვის მზად უნდა იყვნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტინ აკუინო