LIVE

Grammarly აგრძელებს ანაზღაურების გადახდას თანამშრომლებისთვის, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან

22 მარ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 832
Grammarly აგრძელებს ანაზღაურების გადახდას თანამშრომლებისთვის, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან
Bloomberg

Grammarly, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ღირებულ ტექნიკურ სტარტაპად მიიჩნევა, აგრძელებს სრული ხელფასისა და ბენეფიტების გადახდას უკრაინელი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ქვეყნის ჯარს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად შეუერთდნენ. 

"გუნდი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია მათ უსაფრთხოებაზე",- თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ ჰუვერმა.

ომამდე Grammarly-ის 600-ზე მეტი თანამშრომლიდან თითქმის ნახევარი უკრაინაში ჰყავდა. უცნობია რამდენი მათგანი შეუერთდა უკრაინის თავდაცვის ძალებს. სტარტაპის ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილმა დატოვა უკრაინა ან გადაინაცვლა ქვეყნის სხვა, შედარებით უსაფრთხო ნაწილში. 

ჰუვერი ამბობს, რომ როდესაც ომი დაიწყო, დეპარტამენტებისა და საოპერაციოების გადაადგილებაში მნიშვნელოვანი დრო დახარჯა. კომპანიის უკრაინელი თანამშრომლების უმრავლესობა ახლა ისევ ონლაინ რეჟიმშია. Grammarly-მ ასევე შესთავაზა ანაზღაურებადი შვებულება მათ, ვინც იძულებული გახდა, ბრძოლის გამო, სახლი დაეტოვებინა.

Grammarly-ის გლობალური პროდუქტის ხელმძღვანელი, რაჰულ როი-ჩოუდჰური ამბობს, რომ კომპანიას არ შეუცვლია თავისი პრიორიტეტები, მაგრამ Grammarly-ის მიზნების მისაღწევად შესაძლოა ახლა იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.  

სამი უკრაინელის მიერ დაარსებული სტარტაპი Grammarly, რომელიც ინვესტორებმა გასული წლის ნოემბერში $13 მილიარდად შეაფასეს, მომხმარებლებს სწორად წერაში ეხმარება. 

გასული წლის შემოდგომაზე Grammarly-მ $200 მილიონი მიიღო ინვესტორებისგან, მათ შორის BlackRock-ისა და Baillie Gifford-ისგან. აღმასრულებელი დირექტორი ბრედ ჰუვერი ამბობს, რომ Grammarly "დაარსების დღიდან საკმაოდ მომგებიანი" იყო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პრია ანანდი