LIVE

რუსეთის ცენტრალური ბანკი საკრედიტო ინსტიტუტებიდან ოქროს შესყიდვას აჩერებს

15 მარ 202221:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1106
რუსეთის ცენტრალური ბანკი საკრედიტო ინსტიტუტებიდან ოქროს შესყიდვას აჩერებს

რუსეთის ცენტრალური ბანკი 15 მარტიდან საკრედიტო ინსტიტუტებიდან ოქროს შესყიდვას აჩერებს.

“გაიზარდა მოთხოვნა ფიზიკური ოქროს ბუილონის შესყიდვაზე დღგ-ის გაუქმების გამო. მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის პირობების შესაქმნელად, ცენტრალური ბანკი 2022 წლის 15 მარტიდან აჩერებს ოქროს შესყიდვას საკრედიტო დაწესებულებებიდან”,- ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. 

მანამდე Sberbank-მა და VTB-იმ განაცხადეს, რომ ძვირფას ლითონებზე მოთხოვნა გაიზარდა. Sberbank-მა გაზარდა ოქროს გაყიდვის უფლებამოსილი ოფისების რაოდენობა. 

9 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ბანკების მიერ ფიზიკური პირებისთვის ძვირფასი ლითონების მიყიდვის ოპერაციებს დამატებული ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს. თავის მხრივ, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ შესთავაზა მოქალაქეებს, შეიძინონ საინვესტიციო ოქროს ბუილონი ნაღდი ვალუტით.