LIVE

Sumsung-ის დე-ფაქტო ლიდერს 30 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

25 იან 202120:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 513
Sumsung-ის დე-ფაქტო ლიდერს 30 თვიანი პატიმრობა შეეფარდა
SeongJoon Cho/Bloomberg

Samsung-ს დე-ფაქტო ხელმძღვანელი, ჯეი ი. ლი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს.  გასულ კვირას სეულის სასამართლომ მილიარდერს 30-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, მას, გისოსებს მიღრმა ყოფნა, სავარაუდოდ, მხოლოდ 18 თვე მოუწევს. მის სასჯელს აკლდება პერიოდი, რომელიც მან 2018 წლის თებერვალში გათავისუფლებამდე საპატიმროში გაატარა.

კორუფციის ბრალდებით ტექნოგიგანტის მმართველის დაპატიმრების გადაწყვეტილება სეულის უმაღლესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო. მაშინ ჯეი ი. ლის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელის შემცირების შემდეგ, 2018 წლის თებერვალში ის გაათავისუფლეს.

2019 წელს უზენაესმა სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო. ბრალდების მტკიცებით, სასამართლოში სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, Samsung-ის ხელმძღვანელმა ყოფილი პრეზიდენტის მეგობარს თანხა და ცხენები შესთავაზა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მიუხედავად იმისა, რომ Samsung-ის ყოველდღიური ბიზნეს-საქმიანობას მენეჯერების მთელი არმია ხელმძღვანელობს, ლის კომპანიაშია არყოფნამ დიდი ინვესტიციების შემოდინება ან გრძელვადიანი სტრატეგიული კავშირების დამყარება გაართულოს.

ლის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ერთი საქმე, რომელიც Samsung C&T-ისა და Cheil Industries-ს 2015 წლის სადავო გარიგებას უკავშირდება. საქმე სხვადასხვა ტიპის ბრალდებებს მოიცავს, მათ შორის სასესხო კაპიტალის ბაზრის კანონის დარღვევას და უფლებამოსილების გადაჭარბებას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოჰი კიმი