LIVE

Handelsbanken: საქართველოსთან და სომხეთთან ფინანსურ ტრანზაქციებს ვზღუდავთ

15 მარ 202218:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 3758
Handelsbanken: საქართველოსთან და სომხეთთან ფინანსურ ტრანზაქციებს ვზღუდავთ

Handelsbanken-მა "ბიზნეს ფორმულას" დაუდასტურა, რომ საქართველოსა და სომხეთში ფინანსურ ტრანზაქციებს ზღუდავს. შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შექმნილი ვითარებაა.

"გიდასტურებთ, რომ ვზღუდავთ გადახდების შესაძლებლობას საქართველოსა და სომხეთთან. ვხედავთ რა სანქცირებული ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო გადარიცხვების გაზრდილ რისკს, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა დანამდვილებით თანხვედრაში ვიყოთ დაწესებულ სანქციებთან",- აღნიშნავს Handelsbanken-ის გადახდების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბენი იოჰანსონი.

მისივე თქმით, სიახლე მომხმარებელთა მხოლოდ მცირე რიცხვს შეეხება, რომელთა უმეტესობა კორპორატიული კლიენტია. ბანკი ამბობს, რომ სპეციფიკური იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცედურის გავლის შედეგად, საშუალება ექნება შეზღუდვის არეალში მოხვედრილი კლიენტების ნაწილისთვის გამონაკლისი დაუშვას. 

Handelsbanken-ი საქართველოსთან და სომხეთთან ფინანსურ ტრანზაქციებს 21 მარტიდან შეწყვეტს