
თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი გააფრთხილა, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში.
„ჩვენ არ გავდგებით გვერდით და არ მივცემთ უფლებას არცერთ ქვეყანას აუნაზღაუროს რუსეთს ეკონომიკური სანქციებისგან მიღებული ზარალი“, - განაცხადა სალივანმა.
აშშ-ისა და ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები უკრაინის საკითხის შესახებ ორშაბათს შეხვდებიან. რომში მოლაპარაკებები იქნება პირველი მაღალი დონის, პირისპირ მოლაპარაკებები ომის დაწყების შემდეგ.
ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს გამოიყენოს ჩინეთი, როგორც რუსეთის მოკავშირე რათა დაასრულოს კრიზისი. პეკინი მოსკოვის დაგმობაზე მისი ქმედებების გამო ამ დრომდე უარს აცხადებს.