LIVE

იტალიამ რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს $578 მილიონიანი იახტა დააკავა

12 მარ 202210:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1087
იტალიამ რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს $578 მილიონიანი იახტა დააკავა
Jure Makovec/AFP/Getty Images

იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს მეგაიახტა დააკავა. ფინანსური პოლიციის განცხადების თანახმად, გემი, სახელწოდებით "SY A", დაახლოებით 530 მილიონი ევრო ($578 მილიონი) ღირს და ტრიესტის ჩრდილო-აღმოსავლეთ პორტში ინახება.

მწარმოებელ Nobiskrug-ის თქმით, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სუპერიახტაა. 

მელნიჩენკო ევროკავშირის სანქციების ქვეშ 9 მარტს მოექცა. ბლოკის ცნობით, ის ფლობს სასუქების უმსხვილეს მწარმოებელ EuroChem Group-სა და ქვანახშირის კომპანია SUEK-ს. 

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაში, ნათქვამია, რომ ის და 36 სხვა ბიზნეს ლიდერი შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, განიხილეს ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების პოტენციური ეკონომიკური შედეგები. 

“ფაქტი, რომ მელნიჩენკო მიწვეული იყო ამ შეხვედრაზე, აჩვენებს, რომ ის არის ვლადიმერ პუტინის ახლო წრის წევრი და მხარს უჭერს ან ახორციელებს ქმედებებს ან პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკრაინაში. ეს ასევე აჩვენებს, რომ მელნიჩენკო ჩართულია ეკონომიკის სექტორებში, რაც უზრუნველყოფს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს რუსეთის მთავრობისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე”, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.