LIVE

Goldman-ის შემდეგ რუსეთს JPMorgan-იც ტოვებს

11 მარ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 895
Goldman-ის შემდეგ რუსეთს JPMorgan-იც ტოვებს

უმსხვილესი ამერიკული ბანკი jpMorgan-ი რუსეთში საქმიანობას წყვეტს.

„მსოფლიოს მთელი რიგი მთავრობების დირექტივების შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ საქმიანობას და აღარ ვაპირებთ ახალი ბიზნესის დაწყებას რუსეთში. ჩვენი მიმდინარე აქტივობები შემოიფარგლება კლიენტებთან არსებული ვალდებულებების დაფარვასა და დახურვაში“,- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ JPMorgan-ი გახდა მეორე გიგანტი Wall Street-დან, რომელმაც რუსეთის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკული ბანკებიდან, რუსეთის ბაზარი პირველმა Goldman Sachs-მა დატოვა. კიდევ ერთმა, უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა Wall Street-დან, ეს გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრით ახსნა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები:ჰანა ლევიტი და შრიდარ ნატარაჯანი