LIVE

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ დონეს კვლავ ჩამორჩება

11 მარ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 919
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პანდემიამდელ დონეს კვლავ ჩამორჩება

2022 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 165,626 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 35.3%-ია, 2021 წლის თებერვალთან შედარებით კი 297%.

თებერვლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების 80%-ზე მეტი საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა. გასულ თვეში საქართველოს მასშტაბით 137,148 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, აღდგენა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55.4%-ია, ხოლო 2021 წლის თებერვალთან შედარებით ზრდამ 282% შეადგინა.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 105,218,484 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 62.2%-ით აღდგენაა. 2021 წლის თებერვალთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 91,568,460 აშშ დოლარით (670.8%) გაიზარდა. 

თებრვლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. თურქი ვიზიტორების რაოდენობამ ერთ თვეში 29 606 შეადგინა. მეორე პოზიციაზეა რუსეთი 20 876 საერთაშორისო ვიზიტორით, მესამე ადგილს კი, 17 366 ვიზიტორით, სომხეთი იკავებს.