
აშშ-ში წლიური ინფლაცია თებერვალში 7.9%-მდე გაიზარდა და ახალ, 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გლობალურად ინფლაციის კიდევ უფრო დაჩქარებაა მოსალოდნელი.
ინფლაციის მაჩვენებელი თებერვალში წინა თვესთან შედარებით 0,8%-ით არის გაზრდილი, რაც ბენზინის, საკვებისა და საცხოვრებლის გაზრდილ ფასებს ასახავს.
თებერვალში აშშ-ში ბენზინის ფასი წინა თვესთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა. მიმდინარე თვეში ჩვეულებრივი კლასის ბენზინის სამომხმარებლო ფასი გალონზე 19,3%-ით, $4,32-მდე გაიზარდა.
სურსათი წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაძვირდა, რაც ყველაზე დიდი ნახტომია 2020 წლის აპრილის შემდეგ. გასული წლის თებერვალთან შედარებით, ფასების 7,9%-იანი ზრდა 1981 წლის შემდეგ ყველაზე დიდია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლივია როკმანი