LIVE

შოლცი უახლოეს პერიოდში რუსეთიდან ენერგიის იმპორტის აკრძალვას გამორიცხავს

07 მარ 202218:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 1300
შოლცი უახლოეს პერიოდში რუსეთიდან ენერგიის იმპორტის აკრძალვას გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უახლოეს პერიოდში რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას გამორიცხავს, რადგან ამან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს.

მისი თქმით, იმპორტს ევროპის ეკონომიკისთვის "არსებითი მნიშვნელობა" აქვს და გათბობა, ტრანსპორტი და ელექტროენერგია სხვაგვარად უზრუნველყოფილი ვერ იქნება. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ენერგომომარაგების ალტერნატიული გზების ძიებაშია, კანცლერის თქმით, ეს არ მოხდება უცაბედად.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობის გარეშე განიხილავს.

მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციაში რუსული ნედლი ნავთობის ემბარგოს განხილვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, აზიის ვაჭრობაში ნავთობის ფასი ბარელზე $139 დოლარამდე გაიზარდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია