რუსული რუბლი 14%-იანი ვარდნის შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ვალუტის ვარდნა ნავთობის შესაძლო ემბარგოს შესახებ ინვესტორების შფოთს უკავშირდება, რაც ქვეყნის ეკონომიკას გაანადგურებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონის ბლინკენის განცხადების შემდეგ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინაში შეჭრის გამო რუსულ ნავთობზე ემბარგოს განიხილავენ, რუბლი დოლართან მიმართებით 142.46-მდე გაუფასურდა.
„ეს არის ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას. ნავთობის ფასების ზრდა უბრალოდ შეარბილებს უკვე დაწესებულ სანქციებს. საბოლოოდ, ეს დაარტყამს რუსეთს, იქ სადაც მას ნამდვილად სტკივა“,- განაცხადა მეტ სიმპსონმა, City Index-ის ბაზრის უფროსმა ანალიტიკოსმა რუსული ნავთობის შესაძლო ემბარგოს შესახებ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლილიან კარუნუნგანი