ბრიტანელი დეპუტატის, კრის ბრაიანტის თქმით, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ლონდონში ქონებას ყიდის.
“მას ეშინია სანქციების, რის გამოც, უკვე აპირებს გაყიდოს თავისი სახლი და ბინა”, - განაცხადა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წევრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის 100-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, აბრამოვიჩი ამ დრომდე სანქცირებულთა სიის მიღმაა. თუმცა, მილიარდერი მზარდი ზეწოლის ქვეშაა ქვეყნის პოლიტიკოსების მხრიდან.
აბრამოვიჩმა ჩელსის პირდაპირი კონტროლი გადასცა მისი საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს. ბრაიანტმა თქვა, რომ აბრამოვიჩს არ უნდა მიეცეს უფლება, ფლობდეს ინგლისურ საფეხბურთო კლუბს.
რომან აბრამოვიჩი, რომლის ქონება Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით $13,5 მილიარდად არის შეფასებული, რამდენიმე სახლს ფლობს ლონდონში. ქონება, რომელსაც ბრაიანტი გულისხმობდა, სავარაუდოდ, არის ხუთ ოთახიანი სასახლე კენსინგტონის ბაღებში, რომლის ღირებულება 150 მილიონ ფუნტზე მეტია, იტყობინება Times. ბინა შეიძლება იყოს სამსართულიანი პენტჰაუსი Chelsea Waterfront-ში, რომელიც მან 2018 წელს 22 მილიონ ფუნტად იყიდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სესილი ვანუჩი