LIVE

მილიარდერი აბრამოვიჩი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაში შუამავლის როლს ასრულებს

28 თებ 202216:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 1113
მილიარდერი აბრამოვიჩი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაში შუამავლის როლს ასრულებს
Alexander Astafyev/AFP/Getty Images

"ჩელსის" საფეხბურთო კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ მილიარდერი უკრაინის თხოვნით, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებაში შუამავლის როლს ასრულებს.

"შემიძლია დავადასტურო, რომ რომან აბრამოვიჩს დაუკავშირდა უკრაინული მხარე მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევაში მხარდაჭერისთვის და მას შემდეგ ის დახმარებას ცდილობს",- თქვა როლა ბრენტლინმა.

რუს მილიარდერს, რომან აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთისგან სანქციები ემუქრება. ბრიტანეთის ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წევრმა, კრის ბრაიანტმა თემთა პალატას განუცხადა, რომ აბრამოვიჩს არ უნდა ჰქონდეს ინგლისურ საფეხბურთო კლუბის ფლობის უფლება. 

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აბრამოვიჩი საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" კონტროლს სამეურვეო საბჭოს გადასცემს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, აბრამოვიჩის ქონება დაახლოებით $13 მილიარდია. 

The Jerusalem Post-ი წერს, რომ აბრამოვიჩი დღეს უკრაინა-ბელარუსის ​საზღვარზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაზე ჩავიდა. 

უკრაინული მხარის განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ძალების გაყვანაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ ჰელიერი