
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის სანქციები ექმურება, საფეხბურთო კლუბ ჩელსის კონტროლს სამეურვეო საბჭოს გადასცემს.
“ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებებს კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე. ვრჩები ამ ღირებულებების ერთგული. სწორედ ამიტომ, დღეს ჩელსის საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს გადავცემ კლუბის მართვას. მჯერა, რომ ისინი ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში არიან, რათა იზრუნონ კლუბის, მოთამაშეების, პერსონალის და გულშემატკივრების საუკეთესო ინტერესებზე”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
Bloomberg-ის წყაროს ცნობით, სპორტულმა და სხვა კერძო ინვესტორებმა, მათ შორის ზოგიერთმა შეერთებულ შტატებში, უკვე დაიწყეს წინადადებების შემუშავება ლონდონის გუნდის შესაძლო შესყიდვის მიზნით.
ჩელსის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო რუსი ოლიგარქები და ბიზნესები საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარებიან. რომან აბრამოვიჩი ამ ეტაპზე არ არის სანქცირებულთა სიაში, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება არ გამორიცხა.
რომან აბრამოვიჩმა ჩელსი 2003 წელს იყიდა და მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა. ამის შემდეგ კლუბი ინგლისისა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდად იქცა. გასულ წელს ჩელსიმ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგის პრესტიჟული ტიტული. კლუბი დიდი ბრიტანეთის პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობ ჰარისი (AP News)