LIVE

Airbnb-ი 100 000-მდე უკრაინელი ლტოლვილისთვის საცხოვრებელს უზრუნველყოფს

28 თებ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1021
Airbnb-ი 100 000-მდე უკრაინელი ლტოლვილისთვის საცხოვრებელს უზრუნველყოფს
Bloomberg

Airbnb-ი 100 000-მდე უკრაინელ ლტოლვილს, რომლებმაც ქვეყანა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დატოვეს, უფასო მოკლევადიან საცხოვრებელს სთავაზობს.

სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანიის ლიდერებმა, მათ შორის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ, წერილობით მიმართეს პოლონეთის, რუმინეთის, გერმანიის და უნგრეთის მთავრობებს ლტოლვილების დაბინავებისთვის დახმარების შეთავაზებით.

საცხოვრებელს კომპანია, დონორები და მასპინძლები დააფინანსებენ. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, 400 000-მდე უკრაინელმა ქვეყანა უკვე დატოვა. ევროკომისიის პროგნოზით, ეს რიცხვი შეიძლება მილიონებამდე გაიზარდოს.

გასულ წელს Airbnb-მ ხელი შეუწყო ლტოლვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფას თალიბების მიერ ავღანეთის ხელში ჩაგდების შემდეგ. კომპანიამ 21 000-ზე მეტ ადამიანისთვის საცხოვრებელი ფართი გამოყო. Airbnb-ი ამჟამად 220-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

ბაზრის კვლევის ფირმა AirDNA-ს მონაცემებით, უკრაინას 17 000-ზე მეტი მოკლევადიანი გასაქირავებელი საკუთრება აქვს. გასულ კვირამდე ქვეყანაში ბიზნესი ნორმალურად ფუნქციონირებდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ ტობინი