
ხუთშაბათს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა
დაახლოებით 400,000-მა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი (UNHCR) იტყობინება.
"უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი ახლახან განახლდა - ეს ეფუძნება ეროვნული ხელისუფლების ხელმისაწვდომ მონაცემებს. ამჟამინდელი საერთო რაოდენობა ახლა 368,000-ია. ციფრი ზრდას აგრძელებს", - განაცხადა UNHCR-მა კვირას.
შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინელი მოსახლეობის დიდი ნაკადი ქვეყნის დატოვებას ცდილობს და დასავლეთისკენ, პოლონეთისა და ევროკავშირისკენ გადაადგილდება.