LIVE

ევროკავშირი რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებს კრძალავს

27 თებ 202223:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 767
ევროკავშირი რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებს კრძალავს

ევროკავშირი რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ყველა ტრანზაქციას კრძალავს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციის აკრძალვის გეგმას, რაც ქვეყნის ფინანსურ სისტემისთვის სერიოზული დარტყმის მიყენებას ისახავს მიზნად.

შეთანხმება ძალაში დღეიდან შევა და მოსკოვს რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული სავალუტო რეზერვების გამოყენებაში ხელს შეუშლის.

ევროკავშირი ასევე შეუერთდა საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც რუსეთის SWIFT-იდან დიდწილად გაითიშვას გულისხმობს, სისტემიდან, რომელიც მთელს მსოფლიოში ტრილიონობით დოლარის ტრანზაქციებისთვის გამოიყენება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია