LIVE

გერმანია რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ თავდაცვის ხარჯებს ზრდის

27 თებ 202215:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 892
გერმანია რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ თავდაცვის ხარჯებს ზრდის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდას გეგმავს. გერმანიის ფისკალურ პრიორიტეტებში სერიოზული ცვლილება რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.

შოლცმა კვირას პარლამენტისთვის სპეციალურ მიმართვაში განაცხადა, რომ გერმანია წელს ქვეყნის არმიის მოდერნიზაციისთვის სპეციალურ ფონდში 100 მილიარდს ჩადებს. შოლცმა ასევე აღნიშნა , რომ ქვეყნის თავდაცვის ხარჯები ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს გადააჭარბებს.

შოლცი, რომელსაც ოპონენტები და მოკავშირეები ბოლო კვირებში ფართოდ აკრიტიკებდნენ უკრაინის მიმართ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე სუსტი პოზიციის გამო, სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ რადიკალურად შემობრუნდა.

გერმანიის კანცლერმა გასულ კვირას Nord Stream 2 მილსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა, შეწყვიტა გერმანიის დიდი ხნის წინააღმდეგობა კონფლიქტის ზონებში იარაღის გაგზავნაზე და გზა დაუთმო რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრიჯიტ ჯენენი