იმ ფონზე, როცა აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებენ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების საპასუხოდ, ერთ-ერთი მკაცრი ზომა, რომელიც ფართოდ განიხილება, არის რუსეთის გათიშვა ფინანსური შეტყობინებების სისტემიდან (Swift). ეს უკანასკნელი იმდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფინანსური სისტემისთვის, რომ ნებისმიერი ასეთი დისკუსია ბანკებს და დიპლომატებს ზუსტად ერთნაირად აღელვებთ.
Swift, ეს არის Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication-ის აბრევიატურა, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც: ბანკთაშორის გლობალური ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება. სხვა სიტყვებით, ეს სისტემა ერთგვარი Gmail-ია გლობალური ბანკინგისთვის და უზრუნველყოფს შეტყობინებების უსაფრთხო გაცვლას 200 ქვეყნის 11,000-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტსა თუ კომპანიას შორის. მასშტაბებიც რომ წარმოვიდგინოთ: გასულ წელს სისტემა დღის განმავლობაში საშუალოდ 42 მილიონ შეტყობინებას ატარებდა. მათ შორის ბრძანებებს და დადასტურებებს გადახდებზე, გარიგებებზე თუ ვალუტის გაცვლის ოპერაციებზე. ეს კოოპერაცია, რომელსაც მისივე წევრები ფლობენ, ბრიუსელის შემოგარენშია ბაზირებული და 1973 წელს შეიქმნა იმისთვის, რომ ფინანსური ორგანიზაციები აღარ ყოფილიყვნენ დამოკიდებული ტელექსის სისტემაზე.
ქვეყანა, რომელიც Swift-ს გამოეთიშება არაერთი მიმართულებით ზარალდება. სწორედ ეს დაემართა ირანს 2012 წელს, როცა მისმა ბანკებმა დაკარგეს სისტემაზე წვდომა ქვეყნის ბირთვული პროგრამის და მისი დაფინანსების წყაროების შესაჩერებლად ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად. (ამ ბანკებიდან ბევრი დაუბრუნდა Swift-ს 2016 წელს, როცა ევროკავშირმა ისინი სანქცირებულთა სიიდან ამოიღო). 2014 წელს, როცა დასავლური ერები რუსეთს Swift-დან გათიშვით დაემუქრნენ, იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კურდინმა თქვა, რომ შედეგად რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად შესაძლოა, 5 პროცენტული პუნქტით შემცირებულიყო. თუმცა, რუსეთის Swift-დან გათიშვის შედეგები შესაძლოა, სხვა ერებსაც გადაეცეს, რამდენადაც რუსეთი ევროპისთვის ენერგომატარებლების ძირითადი მიმწოდებელია და ეს ქვეყნები, თავის მხრივ, სწორედ Swift-ის სისტემას იყენებენ საწვავის საფასურის გადასახდელად.
არა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ცენტრალური ბანკი ფინანსური შეტყობინებების საკუთარ სისტემას ფლობს, რომელიც რუსულ და უცხოურ ბანკებს ემსახურება, მაგრამ მას მხოლოდ 400 მომხმარებელი ჰყავს. მაგალითად, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2021 წელს განაცხადა, რომ Swift-თან თანამშრომლობით ერთობლივ კომპანიას დააფუძნებდა, რაც მისი მხრიდან ერთგვარ დაზღვევის ნაბიჯად იქნა აღქმული იმისთვის, რომ როგორც კომუნისტურ ქვეყანას, სამომავლოდ თავიდან აეცილებინა გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის რისკი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი შიში, რაც აწუხებთ დასავლურ მთავრობებს. ქვეყნების Swift-დან გათიშვამ, შესაძლოა ამ ტიპის ალტერნატივების გამოყენება წაახალისოს. მეორე მხრივ, ციფრული ვალუტები და მათ უკან მდგომი ტექნოლოგია ასევე საფრთხედ განიხილება Swift-სთვის, თუმცა ჩანაცვლების რისკი ამ დრომდე არ ჩანს.
წარსულში არაერთი მცდელობა იყო გაექურდათ ფინანსური ინსტიტუტები Swift-ში თაღლითური შეტყობინებების გაგზავნით, ზოგიერთმა მიზანსაც მიაღწია. ყველაზე საყოველთაოდ ცნობილი ქეისი ბანგლადეშის ცენტრალური ბანკის მიერ დაკარგული $81 მილიონია. 2016 წელს ჰაკერებმა შეძლეს 35 თაღლითური ინსტრუქცია გაეგზავნათ Swift-ის ქსელის მეშვეობით, რის შედეგადაც მოახერხეს გადაერიცხათ ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ანგარიშიდან, რომელიც სწორედ ბანგლადეშის ბანკში იყო გახსნილი. გაგზავნილი 35 შეცდომაში შემყვანი ინსტრუქციის ნაწილი წარმატებული აღმოჩნდა და 81 მილიონი დოლარი შრი ლანკაში გადაირიცხა. დანარჩენი ინსტრუქციები ნიუ იორკის ბანკმა დაბლოკა, მას შემდეგ რაც არასწორად შედგენილმა ინსტრუქციამ ეჭვი გამოიწვია, და შედეგად, დამატებით 850 მილიონი დოლარის დაკარგვას გადაურჩა. ამ შემთხვევის შემდეგ, Swift-მა განაცხადა, რომ მის საკუთარ ქსელში ჰაკერებს არ შეუღწევიათ, თუმცა ინდუსტრიას უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდა, მათ შორის კონტროლის სავალდებულო სისტემის დანერგვის გზით ქსელის წევრ კომპანიებში.
ვინაიდან დეპოზიტებს არ ფლობს, Swift არ რეგულირდება როგორც ბანკი. მასზე ზედამხედველობას ბელგიის ეროვნული ბანკი ახორციელებს, ასევე აშშ-ის ფედერალური სისტემის, ინგლისის ცენტრალური ბანკის, ევროპის ცენტრალური ბანკის, იაპონიის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ზოგადად რომ ვთქვათ, Swift-დან გათიშვა მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა სანქციები ამოქმედდება კონკრეტული ქვეყნის ან კომპანიის მიმართ. მაგალითად, Swift-მა გათიშა კონკრეტული ირანული ბანკები 2018 წელს მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციების ახალი ტალღა აამოქმედა, თუმცა ეს ნაბიჯი განმარტებული იყო, როგორც "იზოლირებული მოვლენა", რომელიც "განპირობებული იყო გლობალური ფინანსური სისტემის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე".