LIVE

შოლცი ზელენსკის: გერმანია თქვენ გვერდით დგას

14 თებ 202219:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1229
შოლცი ზელენსკის: გერმანია თქვენ გვერდით დგას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, დაგვიანებული პრესკონფერენციის დროს შოლცმა უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. 

"გერმანია თქვენ გვერდით დგას. ჩემი ქვეყანა აღფრთოვანებულია უკრაინაში დემოკრატიული მოძრაობით და მხარს უჭერს ევროპულ გზას, რომელიც მან 2014 წლიდან დაიწყო",- თქვა შოლცმა. 

შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ უკვე გაუწია მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება უკრაინას, რათა ის ყოფილიყო უფრო მდგრადი. მისივე თქმით, გერმანია უკრაინას 150 მილიონი ევროს ოდენობით ახალი კრედიტს გამოუყოფს. 

უკრაინის შემდეგ შოლცი მოსკოვში ჩავა. ხვალ ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. 

გერმანიის კანცლერის თქმით, პუტინთან შეხვედრაზე ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება. მისივე თქმით, დასავლეთი მზად არის დააწესოს „ძალიან შორსმიმავალი და ეფექტური სანქციები“. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის გერმანია "მზადაა რუსეთთან სერიოზული დიალოგისთვის".

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიისთვის მგრძნობიარე, Nord Stream 2-ის მილსადენის საკითხს შეეხო და აღიარა, რომ კიევსა და ბერლინს შორის პროექტის შეფასებები განსხვავებულია.

"ჩვენ აშკარად გვესმის, რომ ეს არის გეოპოლიტიკური იარაღი",- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინის ამბიცია, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. გერმანიის კანცლერის თქმით, ეს საკითხი ნატო-ს დღის წესრიგში არ დგას.