LIVE

ნიუ-იორკში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

09 თებ 202221:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
ნიუ-იორკში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ნიუ-იორკის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა ქეითი ჰოჩულმა დღეს საჯარო დახურული სივრცეების უმეტესობაში პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს

უცნობია, გავრცელდება თუ არა სიახლე ნიუ-იორკის საჯარო სკოლებზე, სადაც პირბადეების მოთხოვნის მოქმედების ვადა ორ კვირაში იწურება.

გასული წლის 31 დეკემბერს, როდესაც Covid-19-ის ომიკრონ ვარიანტის გავრცელების გამო, ჰოჩულიმ პირბადეების ტარების ვალდებულება აღადგინა, აღნიშნა, რომ ეს ზომა დროებითი იყო. 

რამდენიმე შტატში: ნიუ-ჯერსიში, კალიფორნიაში, კონექტიკუტში, დელავერში და ორეგანოში, სადაც მმართველობაში დემოკრატები არიან, ოფიციალურმა პირებმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადეს, რომ ისინი სკოლებისა და სხვა საჯარო დაწესებულებებში პირბადეების ტარების ვალდებულებას უახლოეს კვირებში გააუქმებენ. 

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ გუშინ Reuters-ს განუცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ მაღალია და სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში პირბადეების გაუქმების დრო ჯერ არ არის.