LIVE

მსოფლიოში პირველი ელექტრო თვითმფრინავი ფრენისთვის ემზადება

01 თებ 202221:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1502
მსოფლიოში პირველი ელექტრო თვითმფრინავი ფრენისთვის ემზადება

მსოფლიოში პირველი სრულად ელექტრო სამგზავრო თვითმფრინავი ფრენისთვის ემზადება.

კომპანია Eviation-ის შექმნილმა თვითმფრინავმა Alice-მა გასულ კვირას ძრავის ტესტირება არლინგტონის მუნიციპალურ აეროპორტში გაიარა. Eviation-ის აღმასრულებელი დირექტორის ომერ ბარ-იოჰაის თქმით, Alice-ს პირველ ფრენამდე სულ რამდენიმე კვირა აშორებს.

ელექტრომობილის მსგავსი ბატარეის ტექნოლოგიით და 30 წუთიანი დამუხტვით ცხრა მგზავრიანი თვითმფრინავი დაახლოებით 440 საზღვაო მილის მანძილზე ერთი საათის განმავლობაში შეძლებს ფრენას. თვითმფრინავის მაქსიმალური საკრუიზო სიჩქარე საათში 287 მილია. ცნობისთვის, Boeing 737-ს მაქსიმალური საკრუიზო სიჩქარე საათში 588 მილია.

ისრაელში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად ელექტრო საჰაერო მგზავრობაზეა ორიენტირებული, იმედოვნებს, რომ ელექტრო თვითმფრინავები, რომლებშიც 20-დან 40 მგზავრამდე მოთავსდება, 7-10 წელიწადში რეალობად იქცევა.

Eviation-მა Alice-ის პროტოტიპის სამი ვერსია შეიმუშავა: ადგილობრივი ავიახაზების ვარიანტი, უმაღლესი კლასის ვერსია და სპეციალიზებული ტვირთისთვის. პირველი პროტოტიპი ცხრა მგზავრს და ორ პილოტს იტევს 850 ფუნტ ტვირთთან ერთად. სატვირთო თვითმფრინავისთვის კი 450 კუბური ფუტის მოცულობაა ხელმისაწვდომი. კომპანიის ცნობით, ეს ყველაფერი კომერციული თვითმფრინავების მოვლისა და ექსპლუატაციის ხარჯების 70%-მდე შემცირების ფონზეა შესაძლებელი.

ელექტროსაავიაციო სივრცე უკვე საკმაოდ პოპულარულია როგორც სტარტაპებისთვის, ასევე დამკვიდრებული საავიაციო კომპანიებისთვის. NASA-მ 2021 წლის სექტემბერში Aviation-ს და magniX-ს $253 მილიონი დოლარი გადასცა, რომ 2035 წლისთვის ტექნოლოგია აშშ-ს ფლოტებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყოს. Boeing-ი $450 მილიონის ინვესტიციას დებს Wisk Aero-ში, კომპანიაში, რომელიც მთლიანად ელექტრო, ავტონომიურ, სამგზავრო თვითმფრინავებს ქმნის. Airbus-ი კი საკუთარი ელექტრო ავიაციაზე 2010 წლიდან მუშაობს.