LIVE

Moderna-ს ვაქცინამ FDA-სგან სრული ავტორიზაცია მიიღო

31 იან 202221:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 658
Moderna-ს ვაქცინამ FDA-სგან სრული ავტორიზაცია მიიღო
Bloomberg

აშშ-ის "საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ" (FDA) Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 18 წელზე ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

ვაქცინა, სახელწოდებით Spikevax, აშშ-ში მოზრდილებში ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო გადაუდებელი გამოყენების ნებართვით.

სიახლის შემდეგ Moderna-ს აქციები 2.8%-ით გაიზარდა და $163.93 შეადგინა. კომპანიამ სრული ავტორიზაციისთვის FDA-ს გასული წლის ივნისში მიმართა. 

აშშ-ის მარეგულირებლებმა გასული წლის აგვისტოში სრული ლიცენზია მიანიჭეს Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას. 

ვაქცინის სრული დამტკიცება აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მხრიდან უდიდეს მხარდაჭერას ნიშნავს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი