LIVE

მამაკაცმა კოსმოსში მოგზაურობის საგზური მოიგო და მეგობარს აჩუქა

28 იან 202210:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 941
მამაკაცმა კოსმოსში მოგზაურობის საგზური მოიგო და მეგობარს აჩუქა
John Raoux/AP Photo

ფლორიდაში მცხოვრები Endeavour Air-ის მფრინავი კაილ ჰიპჩენი, კოსმოსში მოგზაურობის გათამაშების პირველი გამარჯვებულია, რომელმაც ხომალდში ადგილი ჯგუფელს დაუთმო. 43 წლის მამაკაცმა გასული წლის ისტორია Associated Press-ს ახლახან გაუმხილა. ამ ამბის შესახებ დღემდე მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ. 

მისი ადგილი 42 წლის მონაცემების ინჟინერმა, ვაშინგტონში მცხოვრებმა კრის სემბროსკმა დაიკავა. ისინი 90-იანი წლების ბოლოს ემბრი-რიდლის აერონავტიკის უნივერსიტეტში სწავლის დროს ერთად ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი კოსმოსითაა დაინტერესებული და სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების მიუხედავად, ამბების გაცვლას კვლავ ახერხებდნენ. 

როდესაც ჯარედ ისააკმანმა, ტურის ერთ-ერთმა მონაწილემ, განაცხადა, რომ ერთ ბილეთს გაათამაშებდა მათთვის, ვინც ბავშვთა საავადმყოფოსთვის შესაწირს გაიღებდა, ცდუნებას ვერც ერთმა მეგობარმა გაუძლო. ჰიპჩენმა $600 გაიღო, სემბროსკმა კი - $50. 

გათამაშების ფარგლებში შესაწირის 72,000 ჩანაწერი დაფიქსირდა და მოგების იმედი არც ერთ მეგობარს ჰქონდა და გასული წლის თებერვალში გათამაშების დეტალებს არ ჩასძიებია. მომდევნო თვეს მან უცნაური წერილების მიღება დაიწყო. ჰიპჩენს სხვადასხვა მონაცემს ეკითხებოდნენ. მან მხოლოდ წონაზე დასმული შეკითხვების შემდეგღა აღმოაჩინა, რომ გამარჯვებული მაქსიმუმ 2 მეტრი და 113 კგ უნდა ყოფილიყო. ჰიპჩენი იმ დროს 150 კილოგრამს იწონიდა. მას შემდეგ, რაც გაიაზრა, რომ ის კოსმოსურ ხომალდზე ვერ მოხვდებოდა, ორგანიზატორებს განუცხადა, რომ გათამაშებას ტოვებდა. ამ განცხადებას უამრავი წერილი და სატელეფონო ზარი მოჰყვა და ჰიპჩენმაც გაიგო, რომ ის გათამაშების გამარჯვებული იყო. 

წონა ხომალდში მის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა. 

"ვცდილობდი გამეგო, როგორ შემეძლო 6 თვეში 80 ფუნტის დაკლება, რაც შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ყველაზე ჯანსაღი რამ მსოფლიოში",- თქვა ჰიპჩენმა.

ორგანიზატორებმა მას შემცვლელის არჩევის უფლება მისცეს. ასე აღმოჩნდა სემბროსკი მეგობრის ადგილას. 

ჰიპჩენი ორბიტაზე პირველ სამოქალაქო ფრენას შორიდან უყურებდა.

"ეს მათი შოუ იყო და მე არ მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა",- თქვა ჰიპჩენმა, რომელიც გაშვებას VIP აივნიდან უყურებდა.

ჯარედ ისააკმანი, ჰეილი არსენო, სიან პროქტორი და კრის სემბროვსკი სამდღიან ორბიტალურ მოგზაურობაში გასული წლის სექტემბერში გაემგზავრა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატი